ჩვენ შესახებ
„აქსესეითი“ წარმოადგენს ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომლის თანადამფუძნებლები არიან უსინათლო პირები, ტექნოლოგიების გამოყენებასა და შექმნაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
აქსესეითი დაფუძნდა 2025 წელს და მას შემდეგ ავითარებს ინოვაციურ დამხმარე მოწყობილობებსა და აპლიკაციებს. აგრეთვე, აწვდის ვებ და ფიზიკური ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის აუდიტის მომსახურებას.
ჩვენი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ წვდომა იმ აუცილებელ ტექნოლოგიებზე, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციისა და განათლების მიღებას, დასაქმებას და დამოუკიდებელ ცხოვრებას.